მარიამ ოქრომჭედლიშვილის გამოხმაურება – საბაუნი

ამ წიგნის ” ჯონათან გალიბლის თავგადასავალი ”  შესახებ გავიგე უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციაზე, უპირველეს ყოვლისა ვიტყვი რომ მან დიდი შთაბეჭდილება დატოვა პრეზენტაციის დროს და რაღათქმაუნდა მე დიდი სურვილი გამიჩდა რომ ეს წიგნი წამეკითხა. წიგნის ყოველი თავის დასრულების შემდეგ ვაცნობიერებდი თუ რამხელა აზრი იდო ამ ერთი შეხედვით უბრალო თავგადასავალში, ვაცნობიერებდი თუ რამხელა აზრს და სინამდვილეს გადმოქვცემდა მისი …

მარიამ ოქრომჭედლიშვილის გამოხმაურება – საბაუნი Read More »

მარიამ კვიკვინია გამოხმაურება – მწვანე სკოლა

როდესაც პირველად კლასში მასწავლებელმა წიგნი შემოიტანა გაკვირვებული ვიყავი. ყრდაზე კუნძული და მარშუტი ეხატა. ვიფიქრე ალბათ უბრალო მოგზაურობაზეა წიგნითქო… ამ წიგნმა არამხოლოდ დაკარგული ბიჭუნას ისტორია არამედ სასტიკი, დიქტატორული მმართველობა მაჩვენა. დავინახე საშინელი უსამართლობა და ტერორი. არასწორი გადაწყვეტილებები და შეცდომები. ამ წიგნმა სახელმწიფოს არასწორი მართვა და მისი გამოსწორების საშუალებები მაჩვენა. იმისდამიუხედავად რომ თითქოს ყველა კანონი მართალი იყო. …

მარიამ კვიკვინია გამოხმაურება – მწვანე სკოლა Read More »

თინათინ დვალის გამოხმაურება – მწვანე სკოლა, მასწავლებელი

  ყურადრებით ვაკვირდები „თავისუფალი ბაზრის ოდისეას“. ფილოლოგისთვის „ოდისეა“ სრულებით გასაგები სიტყვაა, თუმცა, რა უცნაურ კავშირს ქმნის სამივე ერთიან ფრაზაში. ვგრძნობ, რაღაც საინტერესო მელის, თუ არ ჩავთვლით იმას, რამდენად მწირია ჩემი ცოდნა ეკონიმიკასა და საბაზრო სფეროში. და იქნებ, სწორედ ამიტომაცაა  ჩემთვის ეს წიგნი?! გამომცემლის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „პრობლემის/სიღარიბის დაძლევის გზაზე უმეცრება პირველი ბარიერია.“ როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო …

თინათინ დვალის გამოხმაურება – მწვანე სკოლა, მასწავლებელი Read More »

მარიამ მაისურაძის გამოხმაურება – მწვანე სკოლა

ჯონათან გალბლის თავგადასავალი არის დამაფიქრებელი წიგნი, რომელსაც მკითხველი მიჰყავს კრიტიკული აზროვნების მოგზაურობაში. ვფიქრობ, ეს წიგნი გვთავაზობს თავგადასავლების, ფილოსოფიის და ეკონომიკის იდეალურ ნაზავს. ის კომპლექსურ კონცეფციებს გვაჩვენებს ბევრად გამარტივებული და საინტერესო სახით, რაც მას შესანიშნავი არჩევანს აქცევს თინეიჯერებისთვის. კითხვისას ახალგაზრდა მკითხველს საშუალება ეძლევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ნორმები და დაინახოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების შედეგები. ეს …

მარიამ მაისურაძის გამოხმაურება – მწვანე სკოლა Read More »

ნიკა კაპანაძის გამოხმაურება – მწვანე სკოლა

კენ სქულანდის ნაწარმოები „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ ერთ-ერთია იმ საუკეთესო წიგნებს შორის, რომელთა წაკთხვაც ჯერჯერობით მოვასწარი და ამის მიზეზი მხოლოდ ნაწარმოების მხატრული დახვეწილობა არ არის. ეს ნაწარმოები დღევანდელობის აღქმის სახელმძღვანელოდაც კი შეიძლება გამოვიყენოთ, რადგან ავტორი გალამაზებული ენით გვესაუბრება სოციალურ, პოლოტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. ნაწარმოები სათქმელს ლაკონურად და მარტივ ენაზე გადმოსცემს. სწორედ ეს მკითხველს საშუალებას აძლევს მარტივად …

ნიკა კაპანაძის გამოხმაურება – მწვანე სკოლა Read More »

ანი ქისტაურის გამოხმაურება – მწვანე სკოლა

წიგნი „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი. წიგნში თითოეული თავი დიდ შინაარს იტევს. ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც ეკონომიკის შესახებ წამიკითხავს. აქ თვალნათლივ არის აღწერილი თუ რამდენად შეუძლიათ მაღალი თანამდებობის მქონე პირებს გავლენის მოხდენა მოქალაქეებზე.       პირადად ჩემთვის, ყველაზე უცნაური თავი იყო „სიმაღლის გადასახადი“ და „შედევრად შერაცხილი არაფერი“. „სიმაღლის გადასახადი“-ს თავში ადამიანებს არ …

ანი ქისტაურის გამოხმაურება – მწვანე სკოლა Read More »

ნათია გვიმრაძის გამოხმაურება – მწვანე სკოლა

კენ სქულანდის “ჯონათან გალიბლის თავგადასავალი” არის წიგნი, რომლის დახმარებითაც ყველას შეუძლია ეკონომიკის და პოლიტიკის შესახებ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას. წიგნში აღწერილია ჯონათანის თავგადასავალი, რომელიც კუნძულ კორუმპოზე მოხვდება და ბევრ საინტერესო სიტუაციას შეხვდება, რომლებიც თავებად არის დაყოფილი. ჩემი აზრით, მკითხველმა ყველა თავს ცხოვრებისეული მაგალითები უნდა შეუსაბამოს, რადგან უკეთესად აღიქვას ამ წიგნის დანიშნულება. წიგნი ნათელი მაგალითია იმის, თუ …

ნათია გვიმრაძის გამოხმაურება – მწვანე სკოლა Read More »

ნანუკა ბეთიაშვილის გამოხმაურება – მწვანე სკოლა

მოგესალმებით! მე ვარ ნანუკა, მოზარდი რომელიც 15 წლისაა და ძალიან უჭირს დროის გამოყოფა, რომ წიგენბი წაიკითხოს, მაგრამ სიამოვნებას მგვირს როდესაც სხვა სამყაროში გადავდივარ. ჩემმა მასწავლებელმა მირჩია, რომ წამეკითხა ჯონათან გალიბლის თავგადასავალი. სკეფტიკურად ვიყავი განწყობილი ამ წიგნის მიმართ, რადგან ჩემთვის პირველი წიგნი იყო რომელიც ეკონომიკას ეხებოდა. თავიდანვე ჩამითრია და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა კიდეც ისე ადვილად იკითხებოდა.  …

ნანუკა ბეთიაშვილის გამოხმაურება – მწვანე სკოლა Read More »

ნინო ბუღაძის გამოხმაურება

კენ სკულანდის ჯონათან გალიბლის თავგადასავალი ღირებული წიგნია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დაინახოს სოციალური სამართლიანობის თუ ეკონომიკური სისტემების მაგალითები ნაწარმოების სახით.  ავტორი მარტივი და გასაგები ენით ცდილობს ახსნას და დაგვანახოს ის გარემოებები და ცხოვრების ხარისხი, იმ შეზღუდვებისა და ინიციატივების, მანკიერი წესების და კანონების ფონზე, რაც კუნძულ კორუმპოზე ხვდება ჯონათანს.მთავარი პერსონაჟის თავგადასავლების პარალელურად, მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება …

ნინო ბუღაძის გამოხმაურება Read More »

Scroll to Top