ნინო ჯახველაძის გამოხმაურება – გორის კერძო სკოლა ‘ეისი’, XII კლასი.

  დაახლოებით ერთი თვის წინ შეხვედრა გვქონდა ბატონ პაატასთან და ბატონ ნოდართან, ვიცოდი რომ იქნებოდა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის შესახებაა. ეკონომიკასთან შეხება რამდენიმე წლის წინ მქონდა, როდესაც სკოლაში გავდიოდით მეწარმეობის საფუძვლებს. წელს სკოლა დავამთავრე და გამოცდაზე მესამე საგნად სამოქალაქოში მაქვს არჩეული. როდესაც ამ წიგნის პრეზენტაცია ტარდებოდა ჩემს სკოლაში და გავიგე, რომ ეკონომიკის შესახებ იყო დავინტერესდი, რადგან სამქალაქოში ეკონომიკის საკითხი გვქონდა მხოლოდ დარჩენილი და ვიფიქრე, ჯონათანის მოგზაურობა დამეხმარებოდა მასალის მარტივად ათვისებაში. რამდენიმე

დღეა დავასრულე წიგნის კითხვა, ვიცოდი რომ ეკონომიკაზე იყო. რეალურად დავინახე, რომ ეკონომიკის გარდა არის კიდევ უამრავი პრობლემა, რომელებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის განვითარებას, ჩამოყალიბებას, თავისუფლებას და ყველა დემოკრატიული პრინციპის სამართლიანად განხორციელებას. სიმართლე რომ ვთქვა, დასაწყისში უინტერესოდ ვკითხულობდი, მაგრამ ისე ვითარდებოდა სიუჟეტი, რომ გითრევდა ჯონათანის სამყარო. კუნძულზე მოხვედრის დღიდან კუნძულიდან წამოსვლის დღემდე ჯონათანი უამრავ ადამიანს ხვდება, თითქოს ყველა განსხვავებულია, მაგრამ ყველას აქვს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულება დაკარგული, რომელსაც თავისუფლება ჰქვია. მოთხრობის ბოლოს მოცემული გვაქვს ჯონათანის ფილოსოფია და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოდ აქვს ახსნილი თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაკარგვა. არამარტო აქ, არამედ ერთ-ერთ თავშიც ვკითხულობთ, როდესაც ,,დიდი მოაზროვნე“ ამბობს რომ თავისუფლება მონობაა, ერთი შეხედვით ალოგიკური წინადადებაა, თუ თავისუფალი ხარ მონად ყოფნა შეუძლებელია ხომ?! მაგრამ რეალურად თუ დავფიქრდებით ზოგიერთისათვის თავისუფლება მართლაც მონობაა, კუნძულის მოსახლეობა ფიქრობს, რომ თავისუფალია, რეალურად კი არ ეწინააღმდეგებიან იმ წესებსა და კანონებს, რომლებიც მათ თავისუფლებას მონობად აქცევს. ერთ-ერთ თავში ჯონათანი გვიყვება სიმაღლის აკრძალვაზე, რომელიც სასაცილოა. ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ მაღლია და მუხლებით გადაადგილდება.  კუნძულზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამოვა ამ სასაცილო და მიუღებელი კანონების აკრძალვის სურვილით და იბრძოლებს, რომ მონური თავისუფლებისგან ნამდვილი თავისუფლება მოიპოვოს.

,,ჯონათან გალიბლის თავგადასავალი, ანუ თავისუფალი ბაზრის ოდისეა“ გასულ საუკუნეშია დაწერილი. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მოთხრობაში გადმოცემული პრობლემები დღესაც აქტუალურია. აქ მოთხრობილი ამბები ვფიქრობ, პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. თითოეულ თავში აღწერილი თემა რაღაცაზე მიგვანიშნებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ დასაწყისში გადმოცემული ისტორია, როდესაც ქალს აპატიმრებენ მხოლოდ იმიტომ რომ ახალი ხელსაწყო შექმნა, რომელიც მუშაობას გაამარტივებს. დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს სიახლის მიუღებლობა აქვს, რაც ცუდად ისახება მათ განვითარებაზე. არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ადსამიანები რიყავენ სიახლის შემქმნელს მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გააცნობიერეს თუ რამდენად ღირებული რამ შექმნა მან მათთვის. ქართველებმა ფიროსმანი ვერ დავაფასეთ სიცოცხლეში, მაგრამ მისი სიკვდილის შემდგომ ვამაყობთ ნიკოს შემოქმედებით, უარვყავით მენდელი, რომელმაც გენეალოგია აღმოაჩინა და სიკვდილის შემდეგ მედიცინის მთავარ მეცნიერად ვაღიარეთ და კიდევ ვინ იცის ახლაც რამდენი ადამიანია მსოფლიოში, რომლებიც სიახლეებს გვთავაზობენ, ქმნიან ხელსაწყოებს და მუშაობენ, რათა აღმოაჩინონ რაც ჯერ უცნობია. უბრალოდ ჩვენ ვერ ვიაზრებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი აღმოჩენები, ქმნილებები თუ სხვა რამ…

შეხვედრის ბოლოს ბატონმა ნოდარმა გვითხრა, რომ თურმე ვისაც წიგნს აძლევდა წაკითხვასთან ერთად დავალებაც უნდა შეესრულებინა, ჩვენ გვითხრა რომ პარალელი გაგვევლო ხალხურ ზღაპართან ,,რწყილი და ჭიანჭველა“. წიგნის კითხვის განმავლობაში სულ ვფიქრობდი სად ეს ზღაპარი და სად კენ სქულანდის მოთხრობა. არვიცი რამდენად სწორად გამომივა კავშირის დადგენა მაგრამ ჩემეულ პარალელს შემოგთავაზებთ:  როგორც ვიცით ზღაპარში ჭიანჭველა რუში ვარდება, მე ვფიქრობ, რომ ეს რუ არის ჭაობი სადაც კუნძულზე მცხოვრებლებმა თავისუფლება დაკარგეს ანუ ჭიანჭველა შესაძლებელია თვისუფლების სიმბოლოდ ჩავთალოთ, რწყილი კი იქნება ის ადამიანი რომელიც ადრე თუ გვიან შენიშნავს დაკარგულ თავისუფლებას და ყველა ნაბიჯს გადადგამს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს, რომ დაიბრუნოს ის ღირებულებები, რომლებიც ტოტალიტარიზმმა შეიწირა. საბოლოოდ კი შეძლებს რომ გაიმარჯვოს და გამოაფხიზლოს გარშემო მყოფნი. არ ვიცი, შეიძლება არცისე კარგი კავშირი გამომივიდა მაგრამ ჩემი აზრი ასეთია.

დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ წიგნის შექმნაზე, თარგმანზე და გამოქვეყნებაზე მუშაობდა.

ნინო ჯახველაძე – ქ.გორის კერძო სკოლა ,,ეისი“. XIIკლასი. 

17-06-2023

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top