ეს პატარა წიგნი დიდი მიზნის მისაღწევად – ეკონომიკური წიგნიერების ხელშესაწყობად დაიწერა. სათქმელი მიზანმიმართულად სხარტად არის გადმოცემული, რათა მკითხველი მიიზიდოს და არა დააფრთხოს, როგორც ზოგადად ეკონომიკის სხვა წიგნების წაკითხვისას ხდება ხოლმე. თუკი ეს მოვახერხე, თქვენ, მკითხველო, შეძლებთ უსწრაფესად მიიღოთ ცხოვრებაში საჭირო ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა.