გამოხმაურებანი ჯონათან გალიბლზე

წიგნში მონათხრობ თითოეულ ამბავს აერთიანებს ავტორის სურვილი, რომ არ დავკარგოთ ინდივიდუალიზმი და პიროვნული თავისუფლება. ვიაზროვნოთ, რათა საზოგადოებაში დამკვიდრებული აბსურდული წესები შევამჩნიოთ და მათ შევეწინააღმდეგოთ. 

მარიამ ეჯიბია – 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა

10-08-2023

„ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ სხვა წიგნებისგან იმით განსხვავდება, რომ ეს წიგნი მარტივ ენაზეა დაწერილი, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ როგორც წიგნი წაიკითხოს, ასევე გაეცნოს იმ საჭირო ინფორმაციებს, როგორებიცაა ეკონომიკა და პოლიტიკა.

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თავი იყო მეცხრე თავი: „ფულის წარმოება“. ამ თავში, მთავარი პერსონაჟი აწყდება ფულის ბეჭდვის პრობლემას კუნძულ კორუმპოში, რაც დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. ამ თავში ვხედავთ, თუ რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას ფულის ბევრ ბეჭდვასთან ერთად.

 გიორგი ტყეშელაშვილი, მწვანე სკოლა

02-07-2023

… ,,რწყილი და ჭიანჭველა“. წიგნის კითხვის განმავლობაში სულ ვფიქრობდი სად ეს ზღაპარი და სად კენ სქულანდის მოთხრობა. არვიცი რამდენად სწორად გამომივა კავშირის დადგენა მაგრამ ჩემეულ პარალელს შემოგთავაზებთ:  როგორც ვიცით ზღაპარში ჭიანჭველა რუში ვარდება, მე ვფიქრობ, რომ ეს რუ არის ჭაობი სადაც კუნძულზე მცხოვრებლებმა თავისუფლება დაკარგეს ანუ ჭიანჭველა შესაძლებელია თვისუფლების სიმბოლოდ ჩავთალოთ, რწყილი კი იქნება ის ადამიანი რომელიც ადრე თუ გვიან შენიშნავს დაკარგულ თავისუფლებას და ყველა ნაბიჯს გადადგამს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს, რომ დაიბრუნოს ის ღირებულებები, რომლებიც ტოტალიტარიზმმა შეიწირა. საბოლოოდ კი შეძლებს რომ გაიმარჯვოს და გამოაფხიზლოს გარშემო მყოფნი.

ნინო ჯახველაძე – ქ.გორის კერძო სკოლა ,,ეისი“. XIIკლასი. 

17-06-2023

წიგნი „ ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ თავისუფალი ბაზრის ოდისეა, როდესაც წავიკითხე უამრავი შთაბეჭდილებით  ავივსე, რომელსაც ვერც კი გადმოვცემ. ეს წიგნი გახდა ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი წიგნი. კითხვის დროს ამ წიგნში განსაკუთრებული შთაბეჭდილება დამიტოვა  თავი 6 „სიმაღლის გადასახადი,“ თუ როგორ იხდიდა ხალხი სიმაღლის გადასახადს და ის ადამიანები ვინც ვერ იხდიდნენ მუხლებით დადიოდნენ, ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო მთელს წიგნში. საბოლოო ჯამში ეს წიგნი ძალიან მომეწონა და ყველას ვუწევ რეკომენდაციას რომ აუცილებლად წაიკითხონ რადგანაც ეს წიგნი ადამიანებს ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს ისევე, როგორც მე დამაფიქრა  კითხვის დროს.

მარიამ ხუნაშვილი, საბაუნი

27-05-2023  / 01-06-2023

ჯონათან გალიბის თავგადასავალი არის ნაწარმოები ღრმა შინაარსით და  საინტერესო პერსპექტივით. ის არამამარტო გვიხსნის ეკონომიკის საწყის საკითხებს არამედ ასევე გვაფრთხილებს ტოტალიტარიზმის საფრთხის შესახებ. ნათლად გვაჩვენებს იმას თუ როგორ გამოიყურება გაუნათლებელი ხალხისგან შემდგარი საზოგადოება. თვითონ დალაგებული იყო წიგნის სტრუქტურა და თავების დაყოფა რაც მას უფრო მეტად საინტერესოს ხდის. მე პირადად წიგნი ძალიან მომეწონა, თავისი შინაარსითაც და თავისი სტრუქტურითაც, წასაკითხად სასიამოვნო ამბავი ააქვს, ღირს მისი წაკითხვა.

ანდრია კინწურაშვილი, მწვანე სკოლა

28-05-2023

“Jonathan Gullible” is a thought-provoking book that takes readers on a journey through a fictional society where individual freedom is constantly under threat from government overreach and misguided laws. Written by Ken Schoolland, the book is a satirical look at the dangers of government intervention in our lives.

The story follows the journey of the eponymous character…

მარიამ მუმლაძე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების კოორდინატორ

06-04-2023

ამ წიგნში ასახულია დღევანდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა. წიგნის გულდასმით წაკითკითხვისას, ბევრი რამ გავიაზრე, მაგალითად იმაზე, თუ რამდენად კარგად შეგვიძლია მივამსგავსოთ წიგნის სიუჟეტი დღევანდელ რეალობას. გასაგები ენისა და მნიშვნელოვანი, ამასთან კი საინტერესო სიუჟეტის გამო წიგნის კითხვა საკმაოდ გამიიოლდა. შემიძლია ვთქვა,
რომ”ჯონათან გალიბლის თავგადასავალმა” ბევრ ჩემ თანატოლს იმის საფუძველი ჩაუყარა, რომ შედარებით გარკვეულები ყოფილიყვნენ სახელმწიფო საკითხებში, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში, ვაჭრობაში და ა.შ. რატომ ვურჩევდი ბავშვებს ამ წიგნს? იმიტომ, რომ სწორედ მსგავსი წიგნების იდეებითა და მოტივებით შეგვიძლია პროგრესული
შახალგაზრდების ჩამოყალიბება.

ცოტნე ახვლედიანი, 29- ე საჯარო სკოლა

03-04-2023

ჯონათან გალიბლის თავგადასავალი პირველად მეექვსე კლასში წავიკითხე და მახსოვს რომ ძალიან ბევრ პრობლემაზე დამაფიქრა, რაც ხდებოდა წიგნში და ასევე ზოგიერთი მათგანი რეალობაშიც. ვფიქრობ რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა მოზარდმა, რადგან ჩაუღრმავდეს ამ ყველაფერს და შემდეგ მის გარშემო არსებულ რეალობას შეადაროს.

სესილი სხირტლაძე, 29-ე საჯარო სკოლა. 23-02-2023

წიგნში გადმოცემულია წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორის კენ სქულანდის მიერ გამოგონილი ამბები, ჯონათან გალიბლის თავგადასავლები, ანუ თავისუფალი ბაზრის ოდიესა“. მას სურდა არაეკონომისტებისათვის განსაკუთრებით კი ყმაწვილთათვის გასაგები ენით მოეთხრო ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და ადამიანების თანამშრომლობის კანონზომიერებაზე და გადმოეცა ალტერნატიული თვალსაზრისი იმის შესახებ თურატომ არის ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე მდიდარი.

მირანდა ჯახველიძე, 29-ე საჯარო სკოლა. 23-02-2023

კენ სქულანდის “ჯონათან გალიბლის თავგადასავალი” არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, თუ გინდა, რომ შენი ცხოვრების კონტროლი შეგეძლოს. ეს არის ისტორია, რომელიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად დისტოპიური სამყაროს გონიერი მოზარდის თვალით გვაჩვენებს. კუნძულ კორუმპოზე არსებული სისტემა ძალიან გავს დღევანდელ სამყაროში არსებულს და ამ სახით მრავალ საკითხს ახდის ფარდას. წიგნი სასიამოვნოდ წასაკითხია და მასში ეკონომიკისა და პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლები ბავშვისთვისაც გასაგებ ენაზეა აღწერილი.

თათა ნარტყოშვილი, 29-ე საჯარო სკოლა. 23-02-2023

ამერიკელი ეკონომისტის,პროფესორის,მწერლის-კენ სქულანდის ნაწარმოები “ჯონათან გალიბლის მოგზაურობა-თავისუფალი ბაზრის ოდისეა”, მიუხედავად წელთა სიმრავლისა, საკმაოდ აქტუალურია.წიგნს უტყუარი…

ნანა მჭედლიშვილი

15-01-2023

საოცარი ნაწარმოებია, რამდენ რამეზე დაგაფიქრებს, ხანდახან საკუთარ
თავსაც აღმოაჩენ კონკრეტულ სიტუაციაში, როგორი ნაცნობი სიტუაციებია
ისტორიული წარსულიდან და აწმყოდან, თითქოს ხანდახან თავს გრძნობ
კორუმპოს საზოგადოების წევრად, თითქოს ხანდახან შენც გაგივლია იგივე
გზა, აღმოჩენილხარ მსგავს სიტუაციებში …

ნიკოლოზ იმედაიშვილი

11-01-2023

კენ სქულანდის ,,ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ იმ წიგნთაგანია,
რომლებსაც ,,სამაგიდო წიგნებს“ ვუწოდებთ. ის არის ძალიან მარტივი საკითხავი და დიდი აზრის მქონე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტი

თათია პაქსაძე

09-01-2023

კენ სქულანდის წიგნის შესახებ ("ჯონათან გალიბლის თავგადასავალი - თავისუფალი ბაზრის ოდისეა") აზრს გამოთქვამს თემურ გოგსაძე, ადვოკატი, აკადემიკოსი ეკონომიკასა და სამართალში.

15-12-2022

ეკონომიკა; ცხოვრება; სოციალური ურთიერთობები;

6 thoughts on “გამოხმაურებანი ჯონათან გალიბლზე”

  1. ნია ცერცვაძე

    ჯონათან გალიბლს ჯერ კიდევ 6 კლასში გავეცანი და ის იმოციები რაც მაშინ განვიცადე ახლაც კარგად მახსოვს. წიგნში გამოკვეთილი საკითხები უსამართლობის განცდას განმაცდევინებდა , საკმაოდ საინტერესო წიგნია რომელმაც ჩემში მიჯაჭვულობაც კი გამოიწვია ., ვერ ვწყდებიდი წიგნს რადგან მაინტერესებდა ერთ პრობლემას რომელი პრობლემა დაემატებოდა და რა რეაგირება ექნებოდა ჩვენს ჯონთანს . თუ მაშინ რაღაცეებს ბავშვურად ვუყურებდი და არ მესმოდა ,ახლა წაკითხვისას კიდევ სხვანაირად ჩავწვდი თითოეულ საკითხს და ვფიქრობ დვებანდელი რეალობის ნათელი მაგალითი სწორედ ეს წიგნია . ამ დოგმებით ცხოვრება არ გვიწევს შეიძლება, როგორიცაა სიმაღლის გადასახადი და სხვა მრავალი ,თუმცა ზუსტად მსგავსი ცხოვრების სტილით, შეზღუდვებით ვცხოვრობთ. ყველაზე სამწუხარო ისაა რომ ამით ვიღაც სარგებელს ნახულობს , ამდენი ადამიანის ხარჯზე. ✨

    1. გამარჯობა ნია,

      რამე სურათსაც თუ გამომიგზავნი, რომ დავურთო ამას, კარგი იქნება.

  2. ნინო ბუღაძე

    კენ სკულანდის ჯონათან გალიბლის თავგადასავალი ღირებული წიგნია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დაინახოს სოციალური სამართლიანობის თუ ეკონომიკური სისტემების მაგალითები ნაწარმოების სახით.
    ავტორი მარტივი და გასაგები ენით ცდილობს ახსნას და დაგვანახოს ის გარემოებები და ცხოვრების ხარისხი, იმ შეზღუდვებისა და ინიციატივების, მანკიერი წესების და კანონების ფონზე, რაც კუნძულ კორუმპოზე ხვდება ჯონათანს.მთავარი პერსონაჟის თავგადასავლების პარალელურად, მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება წინააღმდეგობის, ცვლილებების თუ პროტესტის გრძნობა.შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ თავში მთელი სიმძაფრით არის მოცემული ისტორიები, რომლებიც სოციალურ უსამართლობამდე და ეკონომიკურ კატასტროფებამდე ელვის სისწრაფით მიექანებიან.ცხადია, შეგხვდებათ რიტორიკული კითხვები, რომლებზეც პასუხები ისევ წიგნში უნდა ვეძიოთ.თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ნაწარმოების კითხვისას, მკითხველი არ არის მარტო და ჯონათანისთვისაც მიუღებელი და აბსურდულია ის რეალობა, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდა.სამართლიანია აღინიშნოს, რომ ამ ისტორიის მანძილზე არიან პერსონაჟები, რომლებიც შეფარვით და მალულად, თუმცა მაინც ეწინააღმდეგებიან და განსხვავებულ აზრს ატარებენ კუნძულზე.
    ეს წიგნი უმეტესად სათავგადასავლო და სასწავლო შინაარს მეტად ატარებს, თუმცა ის მხატვრული ენით აღწერილი ეპიზოდები და უდაოდ საინტერესო სამწერლობო მანერაც შეუმჩნეველი არ დარჩება მკითხველის.
    ეს წიგნი ძალიან დაეხმარება როგორც მოსწავლეებსა და სტუდენტებს გაიაზრონ ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ეკონომიკურ ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, ასევე მასწავლებლებს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.წიგნში მოცემული თემები შეიძლება ინტეგრირდეს თითქმის ყველა საგანთან.ჩემთვის, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის, სამაგიდო წიგნი ნამდვილად გახდება.
    ერთმნიშვნელოვნად გასააზრებელია ის ღირებულებები და პრინციპები ეკონომიკური პრინციპების, სამართლიანობის, სოციალური ურთიერთობების, სახელმწიფოებრივობის, ინდივიდუალური სუვერენიტეტის თუ თავისუფალი საზოგადოების შესახებ, რომელიც ასე გასაგები ენით არის გადმოცემული ამ წიგნში.

    1. საღამო მშვიდობის ნინო

      მადლობა რომ მითხარი, მოსულია შენი წერილი… შეტყობინება არ ამომიგდო ალბათ, ან მე გამომრჩა.

      მე ჩასწორებებს არ ვაკეთებ, უბრალოდ როცა გაუმართავია და გასასწორებელია წინადადება, ავტორს ვთხოვ გასწორებას. ნახე:
      „ეს წიგნი უმეტესად სათავგადასავლო და სასწავლო შინაარს მეტად ატარებს“

      თუ სურათსაც მომაწოდებ, რის დართვასაც ისურვებ, კარგი იქნება.

      პატივისცემით
      ნოდარ ჩინჩალაძე

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top