გალიბლიდან გოლტამდე, გულუბრყვილობიდან გათვითცნობიერებამდე

კურსის ფინალური ეტაპი, აქტიურ მონაწილეთა დაჯილდოება კომანია იმერის პრიზებით. 

შენი ქმედებები სხვების სახელით, ან მათი ქმედებები შენი სახელით, მხოლოდ მაშინ არის ღირსეული, როდესაც ისინი მომდინარეობენ ორმხრივი ნებაყოფლობითი შეთანხმებიდან. რადგან ღირსება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა არის თავისუფალი არჩევანი.       – ჯონათან გალიბლი

ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება.                                                                     – ილია ჭავჭავაძე.

ბექა გიორგაძე

ჯონათანის სახელმძღვანელო პრინციპები

  1. ჩემი ფილოსოფია ეფუძნება თვითმფლობელობის პრინციპს. თქვენ ფლობთ თქვენს სიცოცხლეს. არცერთი სხვა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ ფლობს თქვენს სიცოცხლეს და არც თქვენ ფლობთ სხვების სიცოცხლეს.
    1. რაც სხვისაა, – ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა. ილია ჭავჭავაძე
    2. “უძლეველია, მოძალადეს, ვინც არ ნებდება,

იგი ცეცხლსა ჰგავს, ბუნებრივი წესის მიხედვით

მაღლა მლტოლვარეს დაბრკოლების მიუხედავად”,

_ დანტე ალიგიერი, “ღვთაებრივი კომედია”

  1. შენი სიცოცხლის მონაგარი შენი საკუთრებაა. ეს არის შენი შრომის ნაყოფი, შენი დროის, ენერგიისა და ნიჭის პროდუქტი. როცა ორი ადამიანი ნებაყოფლობით ცვლის საკუთრებას, ორივესთვის უკეთესია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამას არ გააკეთებდნენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესია მათთვის.
    1. იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ვაჟა-ფშაველავა
    2. „თანასწორობა, მოქალაქენო, გათანასწორება კი არ არის, რომ ყველა მცენარეს ერთი და იგივე სიმაღლე ჰქონდეს და მუხა კვრინჩხზედ ზევით არ ავუშვათ. თანასწორობა არის საზოგადოების ყველა წევრის უფლება, ყველასთან ერთად და ერთი ოდენობით ისარგებლოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველგვარი სიკეთით“, _ ვიქტორ ჰიუგო, „საბრალონი“.
  2. შენ გაქვს უფლება დაიცვა შენი სიცოცხლე, თავისუფლება და სამართლიანად შეძენილი ქონება. ასევე შეგიძლია სხვებს სთხოვო დახმარება შენს დაცვაში. ამასთან, არ გაქვს უფლება გამოიყენო ძალა სხვათა სიცოცხლის, თავისუფლების ან საკუთრების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, არ გაქვს უფლება დაავალო ვინმეს სხვების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.
    1. მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი. ილია ჭავჭავაძე.
    2. „ცოტანი არიან რიცხვით. მთელი ლაშქარი გამოდის მათ წინააღმდეგ, მაგრამ ისინი იცავენ უფლებას, ბუნებრივ კანონს, ყოველი ადამიანის თავისუფლებას, მართლმსაჯულებას, სიმართლეს და თუ საჭიროება მოითხოვს, მოკვდებიან, როგორც სამასი სპარტელი, დონ კიხოტის ნაცვლად ლეონიდი უდგათ თვალწინ. წინ მიდიან; და რაკი მიდიან, უკან დახევა აღარ იციან, ერთადერთი იმედი აქვთ – შორეული გამარჯვება, დამთავრებული რევოლუცია, თავისუფლად მავალი პროგრესი, განათლება ადამიანისა, თავისუფლება კაცობრიობისა“, _ ვიქტორ ჰიუგო, „საბრალონი“.
    3. „კაცობრიობის განათლების და წინმსვლელობისთვის საჭირო არის, რომ მაღალ კვარცხლბეკზე მუდამ ჩანდეს ხალხის კეთილდღეობისთვის ვაჟკაცური თავგანწირულების მაგალითები. გამბედაობა აელვარებს ისტორიასა და დიდებულ სხივსა ჰფენს ადამიანს. ალიონი ბედავს, როცა ის ამოდის, ვცადოთ, გაბედვით შევუდგეთ საქმეს, არ დავიხიოთ უკან, რაც უნდა მოგველოდეს, ერთგულად ვემსახუროთ ხალხის კეთილდღეობას, ხელჩართულად შევებრძოლოთ უმეცრებას და ხალხის ჩაგვრას, გავაკვირვოთ საშინელება ჩვენი უშიშროებით და დაჟინებით, იერიშით მივიდეთ უსამართლო მართებლობაზე, შეურაცხყოფით შევამკოთ ხალხის გაბრიყვებით გამარჯვებული და ტალივით მაგრად ვუდგეთ განათლების მტერს. აი, როგორი მაგალითი ესაჭიროებათ ხალხებს, და ის სხივი, რომელიც ელექტრონივით დაუვლის დაჩაგრულთ. ერთსა და იმავე ხალხის თვალის ამხელ სხივს გვაძლევს ჩირაღდანი პრომეთესი და მოკლე ჩიბუხი კამბრონისა”, _ ვიქტორ ჰიუგო, „საბრალონი“.
    4. „არც ადამიანს, არც სხვა სულდგმულს არასოდეს არ წაართვა თავისუფლება, თავისუფლება უდიდესი ნეტარებაა ამქვეყნად“, _ შარლ დე კოსტერი, „ულენშპიგელის ლამე გუძაკის ლეგენდა“.
    5. „არც ერთ ერს არა აქვს უფლება იბატონოს მეორე ერზე!.. არც ერთ ხალხს უფლება არა აქვს იბატონოს მეორე ხალხზე, ისევე როგორც არც ერთ ადამიანს უფლება არა აქვს იბატონოს მეორე ადამიანზე“, _ ვიქტორ ჰიუგო.
    6. “როდესაც ადამიანის პროგრესის ჰორიზონტზე გონების განთიადი ინათებს, ხოლო უვიცობა და ცრურწმენები დროის ქვიშაზე უკანასკნელ კვალს დატოვებენ, ადამიანის დანაშაულთა წიგნში ბოლო ჩანაწერი გაკეთდება, რომ ყველაზე საშინელი ცოდვა – ცოდვა შეუწყნარებლობაა. შეუწყნარებლობა რელიგიური, რასობრივი და ეკონომიკური ცრურწმენებისა და აზრთა სხვაობებისგან წარმოიშვება”, _ ნაპოლეონ ჰილი, “წარმატების სტრატეგია”.
    7. “ადამიანის მოწოდება უფრო მნიშვნელოვანია და კეთილშობილური. უფალმა ღმერთმა იმისათვის კი არ შთაბერა მას სული, რომ უმოქმედო იყოს და მარადის უგულოდ მოეპყრას ყველაფერს, რაც მის გარშემოა. ღმერთმა მოჰმადლა მას თავისუფლება კეთილი საქმის ჩასადენად, სინდისი – სიკეთის მისაწვდომად, გონება – სიკეთის შესაცნობად. ღმერთმა განაწესა თავად იგი საკუთარ ქმედებათა ერთადერთ მსაჯულად. აი რა წააწერა გულზე: “აღასრულე ყოველივე, რაც თავად გარგებს და ზიანს არავის მოუტანს”, _ რუსო, “ჟიული ანუ ახალი ელოიზა”
  3. შენ გაქვს უფლება მოიძიო ლიდერები, მაგრამ არ გაქვს უფლება დააკისრო მათ სხვების მართვა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა რანგის თანამდებობის პირები შეირჩევიან, მათ არ აქვთ რომელიმე სხვა პირზე აღმატებული რამე უფლება. შენ არ შეგიძლია მისცე მათ რაიმე ისეთი უფლება, რაც შენ თვითონ არ გაქვს. მიუხედავად წარმოსახვითი ტიტულებისა, თანამდებობის პირებს არ აქვთ მკვლელობის, დამონების ან ქურდობის უფლება.
    1. თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს. ვაჟა-ფშაველა
  4. მას შემდეგ, რაც ფლობ შენს ცხოვრებას, თავად ხარ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე. თავად ირჩევ საკუთარ მიზნებს საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე. წარმატება და წარუმატებლობა ორივე აუცილებელი სტიმულია სწავლისა და ზრდისთვის.
    1. მცურავი ერთი მოჰქონდა წყალსა. თქვა: ღმერთო მიშველეო! მეორე ამხანაგმა უთხრა: ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქმნებიო. სულხან-საბა ორბელიანი.
    2. „ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა. სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა, აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. ჩვენს დროში ხალხს საკუთარი თავისა ეშინია. მათ აშკარად დაავიწყდათ, რომ ყველაზე დიდი მიზანი საკუთარ თავის წინაშე ვალდებულებაა”, _ ოსკარ უაილდი, „დორიან გრეის პორტრეტი“.
    3. “ახლა უკვე მატკბობს არა ის სიამენი, რაც ამქვეყნად განმიცდია, არამედ ვხარობ იმ შემთხვევათა წარმოდგენით, როცა რაიმე ჩამიდენია ჩემს გულში ამოკვეთილი ზნეობის კანონის შესაბამისად. დავარქვათ ზნეობრივ კანონს სინდისი, გნებავთ, კეთილისა და ბოროტის გრძნობა. მთავარია, რომ ისინი არსებობენ”, _ კანტი.
    4. „ბუნებრიობის წინააღმდეგ გონის მხოლოდ ის გალაშქრებაა კეთილშობილური, რომელიც ადამიანის ღირსებისა და მშვენიერებისთვის იღვწის და არა ის, ვითომ მიზნად რომ არ ისახავს ადამიანისთვის პატივის აყრასა და დაკნინებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამას კი სჩადის“, თომას მანი, „ჯადოსნური მთა“.
    5. „ადამიანი, მწვერვალებისაკენ რომ მიდის, გრძნობს, მის სინდისს სულ უფრო მეტი ტვირთი აწვება. რაც უფრო მაღლა იწევს ადამიანი, მით უფრო მატულობს მისი მოვალეობა გარემოს მიმართ. უფლებების გაფართოვებას თან სდევს მოვალეობის გაზრდაც. აქ მაცთუნებელი ილუზია იჩენს თავს, თითქოს ჩვენს წინაშე ერთდროულად გადაიშალა რამდენიმე გზა და თვითეულ ამ გზაზე გვითითებს ჩვენი სინდისი. რომელ გზას დავადგეთ? გვერდზე გადავუხვიოთ? შევჩერდეთ? პირდაპირ წინ წავიდეთ თუ უკუვდგეთ? რა ვქნათ? რამდენიმედ უცნაურია, მაგრამ მოვალეობასაც თავისი გზაჯვარედინები აქვს. ხოლო პასუხისმგებლობა ხანდახან შეიძლება ლაბირინთიც იყოს“, _ ვიქტორ ჰიუგო, „კაცი, რომელიც იცინის“.
  5. შენი ქმედებები სხვების სახელით, ან მათი ქმედებები შენი სახელით, მხოლოდ მაშინ არის ღირსეული, როდესაც ისინი მომდინარეობენ ორმხრივი ნებაყოფლობითი შეთანხმებიდან. რადგან ღირსება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა არის თავისუფალი არჩევანი.
    1. სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა შოთა რუსთაველი
  6. ეს არის ჭეშმარიტად თავისუფალი საზოგადოების საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე პრაქტიკული და მზრუნველი საფუძველია ადამიანის ქმედებებისთვის, არამედ არის ყველაზე ეთიკური.
    1. კაცი თუ გონიერია – სოფელი ღონიერია. ხალხურიანდაზა
    2. ” – იცი თუ არა, სანჩო, რომ თავისუფლება ყველაზე უძვირფასესი სიკეთეა და განძი, რომელიც ზენამ მომადლა ადამიანს? ვერაფერი შეედრება თავისუფლებას, ვერც დედამიწის ქვესკნელში დამარხული საუნჯენი, ვერც დიდება, ვერც სხვა რამ. თავისუფლებაზე სანუკვარი ბედნიერება ამქვეყნად არ არსებობს. თავისუფლებისათვის, ისე როგორც სახელისათვის, თამამად შეიძლება თავგანწირვა, რადგან მონობა და ტყვეობა უდიდეს უბედურებას შეადგენს ამ ქვეყანაზე”, _ მიგელ დე სერვანტესი საავედრა, „დონ კიხოტი“.

 

ნატალია ჯაში

1.ჩემი ფილოსოფია ეფუძნება თვითმფლობელობის პრინციპს. თქვენ ფლობთ თქვენს სიცოცხლეს. არცერთი სხვა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ ფლობს თქვენს სიცოცხლეს და არც თქვენ ფლობთ სხვების სიცოცხლეს.


   <  “ინდივიდი თავად განაგებს საკუთარ თავს, თავის სხეულს და სულს” – ჯონ სტიუარტ მილი

დარეჯან ყაველაშვილი

 

მას შემდეგ, რაც ფლობ შენს ცხოვრებას, თავად ხარ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე. თავად ირჩევ საკუთარ მიზნებს საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე. წარმატება და წარუმატებლობა ორივე აუცილებელი სტიმულია სწავლისა და ზრდისთვის.

,,ჩვენი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ძალიან სწრაფად ჩავიქნევთ ხოლმე ხელს. წარმატების მისაღწევად უფრო სწორი გზაა, რომ ყოველ ჯერზე ახლიდან ვცადოთ.” – თომას ედისონი.

გვანცა ყაველაშვილი

გთხოვთ გახსნათ ფაილი!

კახაბერ ციმინტია

მას შემდეგ, რაც ფლობ შენს ცხოვრებას, თავად ხარ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე. თავად ირჩევ საკუთარ მიზნებს საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე. წარმატება და წარუმატებლობა ორივე აუცილებელი სტიმულია სწავლისა და ზრდისთვის.

 

„ნებისმიერ სიმაღლეზე ფრენისას მზად უნდა იყო დასაშვებად.“

                                  -ვორენ ბაფეტი

 

“ინდივიდი თავად განაგებს საკუთარ თავს, თავის სხეულს და სულს”                                

                         ჯონ   სტიუარტ მილი

 

გვანცა ტყემელაძე

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top