წიგნი „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი. წიგნში თითოეული თავი დიდ შინაარს იტევს.
ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც ეკონომიკის შესახებ წამიკითხავს.
აქ თვალნათლივ არის აღწერილი თუ რამდენად შეუძლიათ მაღალი თანამდებობის მქონე პირებს გავლენის მოხდენა მოქალაქეებზე.
პირადად ჩემთვის, ყველაზე უცნაური თავი იყო „სიმაღლის გადასახადი“ და „შედევრად შერაცხილი არაფერი“.
„სიმაღლის გადასახადი“-ს თავში ადამიანებს არ ჰქონდათ უფლება, რომ ყოფილიყვნენ მაღლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეკისრებოდათ ფულადი გადასახადი.
ამ ყველაფრისთვის მოქალაქეებს, რომ თავი აერიდებინათ ძირს დაჩოქილნიც კი დადიოდნენ, ისინი ვერც კი აპროტესტებდნენ. წარმოუდგენელია შეუზღუდო ადამიანს თავისუფლება.
თავი „შედევრად შერაცხილ არაფერში“,როდესაც რომელიმე გავლენიანი პირი რაიმეს იტყვის ყველა მაშინვე იჯერებს . ასეთი იყო გამოფენა სახალხო ბიბლიოთეკაში სადაც ერთადგილას თავი მოეყარა ბრბოს სიცარიელის გარშემო, მათ მყარად მიაჩნდათ, რომ ეს სიცარიელე მართლაც ხელოვნების ნიმუში იყო.
საბოლოო ჯამში ამ წიგნის წაკითხვა გვეხმარება ეკონომიკის ცოდნის გამყარებაში.
ამ წიგნის წაკითხვისას ყველამ უნდა გაიაზროს ის, რომ ჩვენი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება, არ უნდა შევზღუდოთ სხვა საკუთარი ინტერესების გამო და არც ჩვენ მოვექცეთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ.
მადლობა მინდა გადავუხადო ამ წიგნის ავტორს კენ სქულანდს და რაც მთავარია გამომცემელს ნოდარ ჩინჩალაძეს და რედაქტორ პაატა შეშელიძეს შესანიშნავი წიგნის პრეზენტაციისთვის მწვანე სკოლაში.
ანი ქისტაური, მწვანე სკოლა
03-06-2023