კენ სქულანდის “ჯონათან გალიბლის თავგადასავალი” არის წიგნი, რომლის დახმარებითაც ყველას შეუძლია ეკონომიკის და პოლიტიკის შესახებ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას. წიგნში აღწერილია ჯონათანის თავგადასავალი, რომელიც კუნძულ კორუმპოზე მოხვდება და ბევრ საინტერესო სიტუაციას შეხვდება, რომლებიც თავებად არის დაყოფილი. ჩემი აზრით, მკითხველმა ყველა თავს ცხოვრებისეული მაგალითები უნდა შეუსაბამოს, რადგან უკეთესად აღიქვას ამ წიგნის დანიშნულება. წიგნი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფო და რა შედეგები მოაქვს ხალხისთვის არასწორ მმართველობას და უფლებების არ ქონას. ადამიანები სიცრუით მოცულ გარემოში ცხოვრობდნენ და ყველაფერს ასრულებდნენ რასაც ლორდთა საბჭო დააწესებდა. პროტესტის ნიშნად ხმას არავინ იღებდა, რაც ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვისაც და ჯონათანისთვისაც. ამ წიგნმა დამანახა, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, დიდ როლს ასრულებს განათლება და ეკონომიკის ცოდნა,რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო წიგნის ავტორ კენ სქულანდს. მწვანე სკოლაში ჩატარებული პრეზენტაციისთვის, ამ წიგნის თარგმნისთვის და გამოცემისთვის კი მადლობას ვუხდი პირველი გამოცემის რედაქტორ პაატა შეშელიძეს და გამომცემელ ნოდარ ჩინჩალაძეს.
ნათია გვიმრაძე, მწვანე სკოლა
31-05-2023