როდესაც პირველად კლასში მასწავლებელმა წიგნი შემოიტანა გაკვირვებული ვიყავი. ყრდაზე კუნძული და მარშუტი ეხატა. ვიფიქრე ალბათ უბრალო მოგზაურობაზეა წიგნითქო…
ამ წიგნმა არამხოლოდ დაკარგული ბიჭუნას ისტორია არამედ სასტიკი, დიქტატორული მმართველობა მაჩვენა.
დავინახე საშინელი უსამართლობა და ტერორი. არასწორი გადაწყვეტილებები და შეცდომები.
ამ წიგნმა სახელმწიფოს არასწორი მართვა და მისი გამოსწორების საშუალებები მაჩვენა. იმისდამიუხედავად რომ თითქოს ყველა კანონი მართალი იყო. არასდროს არ მინახავს ასეთი კარგი წესების ცუდი გამოყენება.
ჩემი აზრით ეს წიგნი ყველა ისეთმა ადამაინმა უნდა წაიკითხოს რომელიც ეკონომიკით და ბიზნეზითაა გატაცებული.
ის არამხოლოდ წარმოდგენას შეგიქმნით ეკონომიკაზე არამედ გასწავლით, როგორ უნდა მართოთ ეკონომიკა, სწორად და არასწორად.
როდესაც ეს წიგნი პირველად წავიკითხე მივხვდი თუ როგორი უსამართლობა და დავინახე რამდენად დიდი ბრძოლაა საჭირო თავისუფლებისთვსი და მიზნის მიღწევისთვის, რაც მთავარმა პერსონაჟმა არ გააკეთა.
მხოლოდ ამ პატარა დეტალის გაკრიტიკება მინდა, რატომ მოხდა ისე, რომ ჯონათანი პრობლემებს გაექცა და არ დაუპირისპირდა?! მას ხომ შეეძლო ქალაქი უკეთესობისკენ შეეცვალა პროტესტით და მიტინგებით?!
მას ხომ გვერდს ხალხიც გაუმაგრებდა, რომლებიც უსამართლო კანონებისგან იყვნენ დაღლილნი.
ჩემი აზრით ჯონათანმა ზედმეტი თავისტიკივილი აიცილა და გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველებოდა.
~მადლობა ყურადღებისთვის.
მარიამ კვიკვინია – მწვანე სკოლა
11-06-2023