ზურაბ კვაჭაძის გამოხმაურება – პირველი ექსპერიმენტული სკოლა

Ზოგადად წიგნი მიჩნეულია ინფორმაციის გადმოცემის საშუალებად, რომელიც მკითხველს  აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავოს ცოდნა და  შეიცვალოს(ან განიმტკიცოს)შეხედულება მოცემულ საკითხთან მიმართებაში.ამ თვალსაზრისით არც კენ სქულანდის “ჯონათან გალიბლის თავგადასავალია” გამონაკლისი,რომლითაც ავტორმა მოახერხა არაეკონომისტ მკითხველთათვის საბაზრო ეკონომიკასა და მის პრინციპებზე ზღაპრის სახით მიეწოდებინა ინფორმაცია.        Ჯონათანის თავგადასავალი აღსავსე იყო საინტერესო ამბებით,სიუჟეტის მოულოდნელი ცვლილებებითა და პერსონაჟებით,რომლებიც თავიანთი თვისებებით კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენდნენ გალიბლის გასავლელ გზას.  Დასასრულს კი მინდა ვთქვა,რომ ეს წიგნი მეტად საინტერესოა პატარებისთვისაც მისი ადვილად გასაგები გადმოცემიდან გამომდინარე.ვიმედოვნებ,რომ კიდევ უფრო ფართო მასშტაბით წარიმართება მსგავსი ნაწარმოებების  გავრცელება რომელიც უდიდეს ეფექტს იქონიებს ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების(დარგების)პოპულარიზაციაში.

ზურაბ კვაჭაძე, პირველი ექსპერიმენტული სკოლა

09-07-2023

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top