კენ სქულანდის ჯონათან გალიბლის თავგადასავალი, ასევე ცნობილი როგოროც თავისუფალი ბაზრის ოდისეა, ერთი შეხედვით რობიზონ კრუზოს მსგავსი სათავგადასავლო ისტორიაა ბიჭზე, რომელიც სრულიად შემთხვევით უცხო კუნძულზე აღმოჩნდება.როგორც კი წიგნს დავუკვირდებით და ყურადღებით შევისწავლით შევამჩნევთ, რომ ეს მხოლოდ სათავგადასავლო ნოველა არ არის,არამედ ეს არის წიგნი გაჯერებული საბაზრო ელემენტებით, დემოკრატიული ღირებულებებით, პოლიტიკური ფაქტორებით და ეკონომიკური პრინციპებით,ასევე უამრავი პრობლემებით რომლებსაც რეალურად დღევანდელ ცხოვრებაშიც ხშირად ვაწყდებით. წიგნში მონათხრობი მოვლენებით თავისუფლად შეგვიძლია დღევანდელობასთან გავავლოთ პარალელი.
პირადად ჩემთვის ეს წიგნი ძალიან დამაფიქრებელი და საინტერესო იყო.წაკითხვის შემდეგ მეტად კრიტიკულად დავიწყე აზროვნება,ვეძებდი ქვეყანასა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს,ვცდილობდი მეტად შემესწავლა ის თემები რომლებიც ცოტა ხნის წინ ნაკლებად მაინტერსებდა.
მიმაჩნია რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი რადგან ვფიქრობ სწორად და კრიტიკულად აზროვნების განსავითარებლად კარგი და საინტერესო საშუალებაა.კენ სქულანდს მარტივი და გასაგები ენით აქვს გადმოცემული რთული და მნიშვნელოვანი მოვლენები რომლებიც არამხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
ნიცა კეჭაყმაძე, პირველი ექსპერიმენტული სკოლა
14-07-2023