ჯონათანის მიერ აღმოჩენილმა უცნაურმა და მისთვის გაურკვეველმა სანახაობამ აღმაშფოთა და მრავალი საფიქრალი მომცა. წიგნში გადმოცემული დაუჯერებელი ამბები რეალობასთანაა მჭიდრო კავშირში, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს გააანალიზოს და უკეთ დაინახოს საკმაოდ ხშირი, მაგრამ წინათ შეუმჩნეველი პრობლემები.
წიგნში მონათხრობ თითოეულ ამბავს აერთიანებს ავტორის სურვილი, რომ არ დავკარგოთ ინდივიდუალიზმი და პიროვნული თავისუფლება. ვიაზროვნოთ, რათა საზოგადოებაში დამკვიდრებული აბსურდული წესები შევამჩნიოთ და მათ შევეწინააღმდეგოთ. არცერთი ჩვენგანი უნდა აღმოჩნდეს კუნძულზე განვითარებული მოვლენების მსხვერპლი, რომლებიც ბრმად ემორჩილებიან ძალაუფლების მქონე პირებს.
ეს ნამდვილად დაგვეხმარება წინსვლაში და გვიჩვენებს სწორ გზას წარმატებისკენ.
მარიამ ეჯიბია – 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა
10-08-2023