ნანუკა ბეთიაშვილის გამოხმაურება – მწვანე სკოლა

მოგესალმებით! მე ვარ ნანუკა, მოზარდი რომელიც 15 წლისაა და ძალიან უჭირს დროის გამოყოფა, რომ წიგენბი წაიკითხოს, მაგრამ სიამოვნებას მგვირს როდესაც სხვა სამყაროში გადავდივარ. ჩემმა მასწავლებელმა მირჩია, რომ წამეკითხა ჯონათან გალიბლის თავგადასავალი. სკეფტიკურად ვიყავი განწყობილი ამ წიგნის მიმართ, რადგან ჩემთვის პირველი წიგნი იყო რომელიც ეკონომიკას ეხებოდა. თავიდანვე ჩამითრია და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა კიდეც ისე ადვილად იკითხებოდა.  ძალიან გასაგებ ენაზე წერია ყველაფერი და მე ვფიქრობ აუცილებელია ამ წიგნის წაკითხვა მითუმეტეს მოზარდისვის რადგან, ჩვენ ბევრი კითხვა გვაწუხებს. ტელევიზორს როცა ვუყურებთ რომელ არხზეც არ უნდა გადავრთოთ ყველგან პოლიტიკაზეა გადაცემები და ისეთი ლექსიკით საუბრობენ რომ მოსმენა და გაგება მიჭირს. კითხვის პროცესში მივხვდი რა იყო ტოტალიტარიზმი, დემოკრატია, ბრბო და ა.შ. ყოველთვის და ყველგან განათლება გვჭირდება და ეს 179 გვერდი ამას გვიმტკიცებს. გაუნათლებელი ადამიანის მართვა ადვილია მაგრამ განათლებულის შეუძლებელი.მივხვდი რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი ცხოვრების ჯონათან გალიბლები ვართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება უსამართლობა, მაგრამ იმ დონეზე ვართ შეჩვეულები, რომ ეს ნორმად მიგვაჩნია. ყველა თავში ალუზიაა, რომლის ამოცნობისასაც ვხვდებით, რომ ნელ-ნელა იმ კუნძულს ვემსგავსებით რომელსაც ჯონათანი ესტუმრა.

ნანუკა ბეთიაშვილი, მწვანე სკოლა

25-05-2023

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top