ეკონომიკა და ცხოვრება. თავი2. როცა სახელმწიფო აწესებს ფასის ლიმიტს.

თავი2. როცა სახელმწიფო აწესებს ფასის ლიმიტს

 
  • თქვენ ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ ზოგიერთი პარტიის განცხადება ამა თუ იმ პროდუქტზე ფასის ლიმიტის დაწესების აუცილებლობაზე, იმ მოტივით რომ ხალხს უჭირს მაღალი ფასის გადახდა. მოდი განვიხილოთ შემთხვევა, როცა ლიმიტი დაწესდა პურის ფასზე, რა მოხდება ამ შემთხვევაში? დავუშვათ ლიმიტი დაწესდა 60თეთრი, რა მოყვება ამას?
  • რიგები პურზე – თავი წამოწია, სავარაუდოდ ყველაზე უფროსმა, შეჭაღარავებულმა სტუდენტმა.
  • კი, მაგრამ ავხსნათ რატომ.
  • ჩვენ ხომ განვიხილეთ წინა საუბრისას, რომ მეწარმეს 5თეთრით ნაკლებად გაყიდვის შემთხვევაშიც კი არაფერი რჩება და თუ 20თეთრით ნაკლებად გაყიდვას ვაიძულებთ, ცხადია ის დახურავს წარმოებას – თქვა ბავშვურსახიანმა.
  • მერე?
  • ასევე მოიქცევა ყველა სხვა მეწარმე და პური საერთოდ არ იქნება…
  • თუ სახელმწიფო პოლიციის ძალით აიძულებს გააგრძელონ წარმოება?
  • მაშინ… მეწარმე შეეცდება იპოვოს გზა ზარალის შესამცირებლად, შეამციროს წონა, იყიდოს დაბალხარისხიანი, მაგრამ იაფი მასალა, შეამციროს ხელფასი, დამალოს გადასახადი…
  • თითქმის ყველა ხერხი გამოიცანი – ჩაიცინა ლექტორმა.
  • აბა რას იზამს ადამიანი, თუ ვინმე კუთხეში მიიმწყვდევს, გამოსავალი ხომ უნდა მოძებნოს.
  • სწორია და მასეც ხდება, როცა რამე ხელოვნური ბარიერები იქმნება.
  • გამოდის ლიმიტის დაწესება უაზრობაა – წამოიძახა კიკინებიანმა გოგონამ – და ესე ცხადი თუ არის ეს, მაშინ ის ზოგიერთი პარტია რატომ აყენებს ხოლმე ამ საკითხს?
  • რატომ? – მიუბრუნდა დანარჩენებს ლექტორი.
  • ჩვენი წინა საუბარი არ მოუსმენია იმ ხალხს, ვისაც ისინი მიმართავენ – გაიცინა წვერიანმა სტუდენტმა.
  • მართალია – თქვა ბავშვურსახიანმა – ჩვენ კი დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენად სწორი იქნებოდა ისე გაკეთება, როგორც ისინი ამბობენ ხოლმე? მარტო ლიმიტს არ ეხება, ათას დაპირებას იძლევიან ხოლმე და კაციშვილი კრიტიკულად არ აფასებს იმის გაკეთება მართლა კარგი იქნება საზოგადოებისათვის თუ არა.
  • ასეა – თქვა ლექტორმა – სარგებლობენ ხალხის გაუთვითცნობიერებლობით და იძლევიან პოპულისტურ დაპირებებს, რომელთა რეალიზაცია ნამდვილად არაფერ კარგს არ მოუტანს საზოგადოებას.
  • ყველაზე ხშირად დენის ტარიფის შემცირებაზე აპელირებენ ხოლმე, თუმცა მგონი ეს საკითხი პურის საკითხისაგან განსხვავდება…
  • კი, განსხვავდება იმით, რომ მანდ საქმე გვაქვს მონოპოლიასთან, რაც სხვა თემაა და შემდეგი საუბრისათვის გადავდოთ.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top