გამოხმაურებანი ჯონათან გალიბლზე – 2

„მშვიდობა ომია! სიბრძნე უცოდინარობაა! თავისუფლება მონობაა!“

იდეა კი ერთია, ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფისთვის თავისუფლების, თავისუფალი ნების, გადაწყვეტილების მიღების თუ პასუხისმგებლობების წართმევა, იწვევს ჯერ პიროვნების, შემდეგ საზოგადოების და, უფრო ფართოდ, ქალაქის თუ ქვეყნის განვითარების შეჩერებასა და რეგრესს.

ვფიქრობ, ჯონათან გალიბლის თავგადასავალი არაჩვეულებრივი ვარიანტია, მასწავლებლებმა თუ მშობლემა დაიხმარონ ბავშვთან ურთიერთობისას. წიგნი, რომელიც სავსეა პატარა ბიჭის ამბებით, დარწმუნებული ვარ, მათაც ჯონათანთან ერთად ამოგზაურობთ კორუმპოში. ააღელვებთ, გააკვირვებთ, ხანაც გააბრაზებთ, ყველა თავი ცალ-ცალკე დააფიქრებთ, საბოლოოდ კი, იმედი მაქვს, ისინიც ჯონათანთან ერთად დაბრუნდებიან „თავისუფლების მიწაზე“ – ახალი იდეებით, ენერგიით, რწმენითა და თავისუფლების მეტი სიყვარულით.

 

გვანცა რეხვიაშვილი,

02-03-2025

საბავშვო ლიტერატურულ კლუბში მუშაობამ გამომიმუშავა წიგნების დახარისხების ერთი
საზომი: ღირს თუ არა მისი წაკითხვა ბავშვებთან? თავის მხრივ, “ღირს” თუ არა-ს
გადაწყვეტა ბევრ მნიშვნელოვან ფასეულობასა და ინდიკატორზე დგას, დღეისათვის კი უკვე
გაბედულებაზეც. ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ფორმა, მეთოდი და ა.შ.
ფანტაზიის, გამოცდილების და ცდის და მოსინჯვის ამბავია. ზემოთ აღნიშნული საზომით,
“ჯონათან გალიბლის მოგზაურობა ანუ თავისუფალი ბაზრის ოდისეა” ნამდვილად არის
ბავშვებთან წასაკითხი წიგნი.

მაგალითად, …

ანა შალიკიანი – ქუთაისის სკოლა პროგრესი, მასწავლებელი.

11-02-2025 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top