გამარჯობა, მე ვარ სკოლა ეისის, მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ მინასიანი. თქვენ გადმოგვეცით წიგნი იმ პირობით თუ დავწერდით ესსეს ამ წიგნზე, მე ეს შევასრულე და გიგზავნით ესსეს. წიგნის ნომერი 304-01 ვადა მქონდა 30 ივნისამდე, მაგრამ ცოტა ადრე გიგზავნით.
ჯონათან გალიბლი გსმენიათ წყნარ ოკეანეში არსებულ პატარა კუნძულის შესახებ ? მისი სახელია „კორუმპო“. კორუმპოზე მეტად უცნაური ამბები ხდება, რის გამოც მასზე უეცრად მოხვედრილი ჯონათან გალიბლი გაოცებული რჩება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი შიშისა თუ სხვა მიზეზების გამო გაურბის ამ მთავარ ღირებულებას და მონობაში ატარებს თავის წუთისოფელს, ეს მდგომარეობა უარყოფითად აისახება არა მარტო არსებულ საზოგადოებაზე, არამედ მომავალ თაობაზე და ქვეყნის განვითარებაზე. ადამიანი რომ თავისუფალი იყოს, მას დიდი დაბრკოლებების გადალახვა უწევს, რაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ასეთი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია წიგნის მთავარ გმირს, ჯონათანს, რომელიც უეცრად დიდი ქარიშხლის შედეგად კუნძულ „კორუმპოზე“ მოხვდება. სადაც გაბატონებულია ისეთი უკანონო ქმედებები როგორიცაა: განსხვავებული აზრის უპატივისმცემლობა, საზიარო ტერიტორიის დაზიანება, მეწარმეებისთვის წარმოების ხელისშეშლა, სიმაღლეების მიღწევის უარყოფა, ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა, ტყუილი დაპირებები, ხალხის ძალაუფლებით მოსყიდვა, დაკარგული შესაძლებლობები, დანაშაულის დამძიმება და სხვა. სწორედ ამის შედეგად ლორდები მდიდრდებიან. კუნძული თავის სახელს „კორუმპო“ იგივე კორუფცია ამართლებს. ჯონათანი გაკვირვებულია ამ ყველაფრით, დადის და იკვლევს კუნძულის წესებს იძენს მეგობრებს და ხვდება ბევრ უსამართლობას. თუ დავუკვირდებით მსგავსი განვითარება აქვს „რწყილს და ჭიანჭველას“ ზღაპარი მოგვითხრობს თუ როგორ სწირავს მეგობრისთვის რწყილი თავს, განწირული ჭიანჭველას გადასარჩენად.რწყილი ყველაფერს აკეთებს, ბევრ უსამართლობას ხვდება, ბევრ დაბრკოლებას გადალახავს მიზნის მისაღწევად და ბოლოს გამოსდის კიდეც. ამიტომ მე მჯერა, რომ ჯონათანსაც გამოუვა ყველაფერი და კანონიერ, სამართლიან კუნძულს შექმნის. როცა ამ წიგნის კითხვა დავიწყე, ემოციებით აღვივსე, თავიდან ვერ ვხვდებოდი ესა თუ ის მოვლენა რატომ ხდებოდა, მაგრამ როცა გავიაზრე, ჩავუღრმავდი, ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის, კითხვისას ვბრაზდებოდი კიდეც, როცა უსამართლობას შევნიშნავდი. საბოლოოდ, კი ძალიან კარგი წიგნია და ვურჩევ ყველა ახალგაზრდას მის წაკითხვას ისინი ბევრ საინტერესო რჩევას მიიღებენ. მე პირადად ძალიან მომეწონა ეს ფრაზა: „ადამიანთა სარგებელი ისეთი სისწრაფით იკლებს, რა სისწრაფითაც მატულობს ჩინოვნიკთა ხელფასი“. ამრიგად, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია განვითარდეს და ფეხი აუწყოს ცხოვრებას, მას უნდა მიეცეს საშუალება თავისი იდეების განხორციელების, რათა ხელი შეუწყოს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას.
მარიამ მინასიანი, გორის სკოლა ეისი
22-06-2023